ფილადელფიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და ფილადელფიაში აქცია გამართეს. ინფორმაციას tv ავრცელებს.
მათი განმარტებით, ამ აქციით, ადამიანურ თანადგომას გამოხატავენ ხორავას ქუჩაზე დაღუპული ბიჭების მშობლების მიმართ.
,,შევიკრიბეთ ერთად როგორც შვილები, როგორც მეგობრები, როგორც თანამოაზრენი ჭირის დროს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები და როგორც უამრავ ქარტეხილს გამოვლილი საქართველოს შვილები. ძალა ერთობაშია”,- აცხადებენ ემიგრანტები.