ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერთან შესახვედრად კანცელარიაში შევიდნენ

“მეტრონომი” კანცელარიიდან

ზაზა სარალიძე, მისი მეუღლე, სახალხო დამცველი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და თამთა მიქელთაძე პრემიერთან მთავრობის კანცელარიაში შესახვედრად შევიდნენ.

ადგილზე არიან სხვა შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც შესვლას ითხოვენ, მაგრამ მათ არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....