ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩლიკაშვილს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად, გაირკვა რომ სარალიძე არ აპირებს პრმეიერს მარტო შეხვდეს.
“რახან კონსულტაცია გავმართე არ ნიშნავს, რომ აზრი შევცვალე”- განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე