ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილი: “პრემიერი ჩემს ოჯახს ტერორისტებად გვთლის”

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, პრემიერის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე გამოთქვამს, ეხმაურება. მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აქციებს აანონსებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად თვლის.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა, მოუწოდებს პანკისელებს და საქართველოს რეგიონის მაცხოვრებლებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და მხარი დაუჭირონ მას.

იტვირთბა....