ზაზა სარალიზე მთავრობის კანცელარიასთან მივიდა თუმცა, განაცხადა, რომ მარტო არ შეხვდება პრემიერს და ის აპირებს, საზოგადოებასთანე ერთად შევიდეს პრემიერს.
“შევდივარ შეხვედრაზე. პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს, შვილმოკლულ მშობლებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ჩემთვის საზოგადოება არის საზოგადოება. რატომ არ ახსენებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რატომ არ ახსენებთ შვილმოკლულ მშობლებს მარტო პოლიტიკოსებს რომ იძახით ეს ჟურნალისტები. თქვენი ბრალია, რომ გაპოლიტიზირდა ყველაფერი. ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? მაგათ ულტიმატუმებზე 6 თვე ვიარე.
უნდა დაესწროს ყველა. დადექით ნორმალურად ყველა და ვილაპარაკოთ. ყველაფერს ადგილზე განვიხილავთ. რა შუაშია პოლიტიკოსები, შევდივართ ადამიანები. მარტო პოლიტიკოსებზე რატომ აკეთებენ აქცენტს. მარტო ჩემი შვილის სახელით არ ვლაპარაკობთ. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას ერთი საათი. მარტო არ შევხვდები.მე საზოგადოებასთან ერთად შესვლას ვითხოვ. დაყარეთ კამერები და თქვენც შემოდით”, – განაცხადა სარალიძემ.
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.