ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვის პროცესი განახლდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი განახლდა. უწყებაში გამოკითხვაზე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე გამოცხადდა სამი არასრულწლოვანი. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

იტვირთბა....