ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასულიერო პირი: “ჩემს შვილს დანა არ ჰქონია”

სასულიერო პირი, რომლის შვილზეც, რ2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე დათო სარალიძეს გაურკვეველ საგანს ურტყამდა, განმარტებას აკეთებს. დეკანოზმა ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“ჩემმა შვილმა პირველმა მისცა ჩვენება, ამისთვის შეიძლება, აი, ამ ასი კაცის წინაშე ის ცუდი კაცი გამოვა, მაგრამ მან სიმართლე თქვა.

მეგობრისგან დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე სკოლაში პნევამტური იარაღი მესროლეს სკოლაში და ტუალეტში, უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი?! ვინც იქ გამოსულია და ყვირის, არც იცის რას. პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევენ ჩვენებას, რადგან ქურდული აზროვნებით აზროვნებენ ისინი, მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის.

საცოდავია ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს. უბედურზე უბედურია. თუ მე სიმართლეს ვამბობ და გასწავლით, შეიძლება მე დავმალო ჩემი შვილის დანაშაული. მე ვიცი და ვმალავ? არ შეიძლებოდა, რომ გამეპარებინა ჩემი შვილი? თქვენ იცით, რომ მე ევროპაში ვმსახურობდი და ბევრი მეგობარი და მრევლი მყავს. არავითარ შემთხვევაში. მისგანაც ვიცი და იქ ვინც მის გვერდით იყო, იმითგინაც, რომ მას დანა არ ჰქონია”, – “იმედის” ცნობით განაცხადა ზემოხსენებულმა სასულიერო პირმა ქადაგებისას.

იტვირთბა....