ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვახუშტი მენაბდე: ერთადერთი პასუხისმგებელი დღევანდელ სატრანსპორტო კოლაფსზე – ხელისუფლებაა

“ერთადერთი პასუხისმგებელი დღევანდელ სატრანსპორტო კოლაფსზე – ხელისუფლებაა”- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუკზე” წერს. ის აფასებს მეტროს მემანქანეების გაფიცვას და ამბობს, რომ ახლა ერთადერთი, რაც გვმართებს, სოლიდარობაა.

“მეტრო გაჩერდა! იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ადმინისტრაციას მოქალაქეთათვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფაზე ეზრუნა, მეტროს თანამშრომლეთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებზე ემუშავა, მან ენერგია უსაგნო ბაქიაობაში და დემონიზირებაში დახარჯა. შედეგად ქალაქი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა პროტესტს, მგზავრებმა მხოლოდ სადგურებში მისვლის შემდეგ შეიტყვეს გაჩერების შესახებ. ამიტომ ერთადერთი პუხისმგებელი დღევნდელ სატრასპორტო კოლაფსზე – ხელისუფლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ, ხელისუფლებასთან ორკესტრში, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არაკონსტიტუციურად შეუზღუდა, სადგურები დახურულია. პროტესტის მონაწილეებმა მოხერხებული სვლით, ჩემში აღფრთოვანებას რომ იწვევს, და კანონის სრული დაცვით, მეტროს ადმინისტრაცია იძულებული გახადეს სატრანსპორტო მოძრაობა შეეჩერებინა.

ახლა შეეცდებიან სატრასპორტო დისკომფორტისგან მომდინარე უკმაყოფილება მემანქანეთა წინააღდეგ მიმართონ. ამიტომ ასეთ ვითარებაში ერთადერთი რაც დანარჩენებს გვმართებს სოლიდარობაა!”- წერს მენაბდე.

იტვირთბა....