ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “ჩვენ კუპრავას და ძველი ზონდერების აქციას არ ვუერთდებით!”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციას #ნუმომკლავ ეხმაურება.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება. ჩვენ კუპრავას და ძველი ზონდერების აქციას არ ვუერთდებით! დაზარალებულის მდგომარეობა გვესმის, მხარს ვუჭერთ ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაშიც მხარს ვუჭერთ სამართლიანობის აღდგენას და, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, რიგით მოქალაქეს, ახალგაზრდას თუ მხცოვანს, ვინც ამ აქციაზე მივიდა გულწრფელად, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ ვიმეორებ: ვერანაირად ვერ ვიდგებით კუპრავების, უგულავების, მელიების და მათი ძმების გვერდით და ვერ მივიღებთ ამ დამნაშავეებიის “მართალ სიტყვას” და “ბრძოლას სიმართლისთვის” . ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი: ვისაც რეალურად და გულწრფელად უნდა ბრძოლა, ამისი საშუალება უახლოეს ხანში მიეცემა!”, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე ბექა კუპრავამ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა რუსთაველზე მისვლისკენ.

იტვირთბა....