“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას ეხმაურება.
“მე მივხვდი – ბიძინა ივანიშვილი, თავის კოკელ-სამტრედიელი მერებით და ვაკის აქციების გასოფლელ-გაქოცებით, მეთოდურად აბანძებს (ანუ ანადგურებს) ვაკეს. ეტყობა, თავის დროზე, ბინა არ მიაქირავეს ჭორვილელ სტუდენტს სადმე ყიფშიძეზე (მთლად აბაშიძე-ფალიაშვილს ვერ შეწვდებოდა)”, – წერს გვარამია.
ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციას საზოგაოდების ერთი ნაწილი მართავს. ისინი ამბობენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას და სწორედ ამ მიზნით არ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.