ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა და ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა.
„არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა. დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის დაწერილი ჩემს მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა“, – აღნიშნა სუბელიანმა, რომელიც ამბობს რომ ჭორებია მისი ქვეყნის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია.
შეგახსენებთ,
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.