ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის ლინა ღვინიანიძის თქმით, მეტროს მემანქანეებმა ვერ გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
იმის გამო, რომ თბილისის სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა, მემანქანეები არასამუშაო საათებში გაიფიცნენ. მატ შიმშილობა დაიწყეს. სწორედ ამის გამო, მათი ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო მგზავრებისთვის.
ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, სამართლებრივად მეტროს მემანქანეებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ.
მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა, თუმცა სასამართლომ მათ 1 თვით გადაუვადა გაფიცვის თარიღი, შემდეგ კი სამუშაო საათებში გაფიცვა უვადოდ აუკრძალა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, კომპანია, ვერ გაითვალისწინებს ანაზღაურების მატების ერთ მიმართულებას, რადგან სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.
მეტროს გაფიცვის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ავტობუსები გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ მასში ასვლას და შეუფერხებლად გადაადგილებას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მემანქანეთა ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების”- აღნიშნა კალაძემ.

