ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა

ამ წუთებში, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მისი განცხადებით, არსებული მოთხოვნები ძალაში რჩება. სარალიძე ამბობს, რომ ვერცერთი აქციის მონაწილე მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მისი განცხადებით, ის აქციაზე ცტახნით დარჩება, რადგანაც მისი მეუღლე შეუძლოდ არის. სარალიძე ამბობს, რომ აქცის მონაწილეები მის მდგომარეობას გაითვალისწინებენ. მისი თქმით, ის ხალხის გევრდით იქნება.

“კაცი სიტყვას, რომ იტყვის ის უნდა შესრულდეს. ჩემ შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და სისტემა უნდა დაინგრეს. რაც შეეხება მეორე აქციაზე მისვლას, იქ ჩემი შვილის მეგობრები იყვნენ და ამიტომ მივედი. ყველა შვილ მკვდარი მშობლის გვერდით ვიქნები. სადაც მხადაჭერას ვიგრძნობ იქ წავალ. სადაც სიმართლეა უფალი იქ არის.

ზეწოლის წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის ვიქნები. ამიტომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როდესაც სახალხო დამცველზე  ზეწოლა და შეურაცხყოფა განხორციელდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქცია მართული იყო. გარკვეველი კითხვები დამაყარეს”,-განაცხადა სარალიძემ.

სამი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....