ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდიმარე აქციაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ზვიად კუპრავამ გაავრცელა. მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ის აქციაზე მისვლას აღარ აპირებდა. სარალიძე, დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე იყო, სადაც მას აქციის მონაწილეებმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გამიჯვნა მოსთხოვეს. სარალიძემ განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს ხალხთან ერთად ბრძოლას, რადგანაც ხალხის ერთობას ვერ ხედავს. ამიტომ მან სახალხო დამცველთან ერთად პარკის ტერიტორია დატოვა.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

