თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ვაკის პარკში მომხდარ იცნიდენტს და ზაზა საალიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დათო სარალიძის მამა, სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მაჩალიკაშვილის მამის თქმით, ზაზა სარალიძის ადგილი არის პარლამენტის შენობის წინ.
“ზაზა ადგილი არის აქ, მე მაქვს კონატქტი მასთან და ველოდები” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა. აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ზაზა სარალიძეზე გავლენა ნინო ლომჯარიამ მოახდინა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტერიტორიის დატოვება.
სარალიძემ კი ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ვაკის პარშკი ბუტა რობაქიძის მშობლებიც მივიდნენ.
დღესვე, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.