ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ძირითადად, მემანქანეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ისინი გაფიცულები არიან და აცხადებენ შიმშილობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2013 წლიდან მათ ხელფასები არ მომატებიათ აქციის ერთადერთი მოთხოვნა სწორედ ხელფასების მატებაა.

აქციის ორგანიზატორია “ერთობა 2013.” როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცნონ არასამუშაო საათებში, თუმცა აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხვალ ისინი არაპროდუქტიულები იქნებიან და შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. ეს კი გამოიწვევს მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.

სატრანსპორტო კოპანიას ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

იტვირთბა....