საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ ძიუდოს ნაკრების მწვრთნელს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ლომერ ჟორჟოლიანი ორი დღის წინ აღამაშენებლის გამზირზე სპორტსმენის დაჭრისთვის დააკავეს.
შელაპარაკება ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და იმ სპორტსმენებს შორის მოხდა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ლომერ ჟორჟოლიანი უკვე გადამდგარი პრეზიდენტის ახლობელია. პროცესს თავად დავით ქევხიშვილიც ესწრებოდა. სხდომა დაცვის მხარის მოთხოვნით დახურული იყო.
ინციდენტის შემდეგ, კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა.