ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი მიზანია, რომ პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან იყოს წარმოდგენილი”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა საზოგადოების ჩართულობით მოხდება. მისივე თქმით, მთავარი პრინციპია ის, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი პირი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს.

„ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ასევე, როგორც შევპირდით საზოგადოებას, იქნება მაქსიმალურად ფართო ეს კონსულტაციები.

ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამაზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა მსჯელობა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....