aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიციური პარტიების აქცია დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

გუშინ ზვიად კუპრავა და დავით სარალიძე აქციაზე ტრიბუნასთან ისევ ერთად გამოჩნდნენ, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ შორის უთანხმოება იყო და კუპრავამ თქვა, რომ ისინი მეგობრებად რჩებიან, თუმცა თანამებრძოლები აღარ არიან.

ამის შემდეგ, კუპრავა და სარალიძე კვლავ ერთად გამოჩდნენ და სარალიძემ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოვიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. აქციაზემივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის წევრებიც”. ტრიბუნასთან სიტყვით გამოვიდა ნიკა მელიაც, მისი თქმით “მთავარი ამოცანაა, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა”.

მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე რამდენიმე დღე აცხადებდნენ, რომ პროტესტს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა, დღეს 3 ივნისის, ხმამაღლა განაცხადეს, რომ აქცია პოლიტიკურია და სისტემის წინააღმდეგაა მიმართული.

ზაზა სარალიძეს და ასევე მეორე გარდაცვლილი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდა, თუმცა დაღუპული მოზარდების მშობლების თქმით, მათ საქმის დეტალებზე არ უსაუბრიათ და პატრიარქისგან დალოცვა მიიღეს.

სამი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....