შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება. უწყების ცნობით, მოწმეების გამოკითხვა 13:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინაც გამოკითხეს.
საგამოძიებო უწყებაში 51-ე საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე და ერთი პედაგოგი იმყოფებოდა. ხუთივე არასრულწლოვანი ინციდენტის პერიოდში ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა. მათი გამოკითხვა ექვს საათს გაგრძელდა. მათ მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრიათ, რადგან განაცხადაეს, რომ გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.

