რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება უცენზურო სიტყვებს იყენებდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც ის პოლიციამ აიყვანა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.