ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ეკა ბესელია: “ნიკა გვარამია არარაობაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში “რუსთავ 2-ის” გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ბესელია “მამაშად” მოიხსენია.

“ბევრმა მომწერა, დამირეკა, გაბრაზდა გვარამიას იმ ზღვარგადასული შეურაცხყოფის გამო, რაც საჯაროდ გაისმა.

გვარამიამ ისე შეურაცხყო საკუთარი თავი დიდი ხანია, რომ ის ვერავის ვერ ესვრის ტალახს.
ხელები ისე აქვს დასვრილი ტალახში და ჩვენი მოქალაქეების უბედურებაში , იმდენი ბოროტება აკეთა, რომ ერთ დიდ ბოროტებად თავად იქცა! ის იყო შემსრულებელი იმ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის, რომელიც კლავდა, აუპატიურება აწამებდა და სულს ხდიდა ჩვენს მოქალაქეებს.

გვარამია არარაობაა! არარაობას რა პასუხი უნდა მოთხოვო. ბოროტება უნდა დაამარცხო და მარცხდება კიდეც.ასეთია კანონზომიერება. ბოროტების გვერდით ყოფნა კი იგივეა -იყო თანამონაწილე. ასე რომ იმათი არჩევანია ვინც ამას ემსახურება, ამართლებს ან მის გვერდით დგას!

ესაა ჩემი პასუხი ამ მართლაც არაორაობისადმი!!!”, – წერს ბესელია.

იტვირთბა....