“თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულძე, ევროპული საქართველოს მიერ მისი კანდიდატურის საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე დასახელებას ეხმაურება. მისი თქმით, თუ საზოგადოება მას მხარს დაუჭერს ის ამ პასუხიმგებლობას არ გაექცევა.
“მაშინ როდესაც საქართველოში კვლავ ასე მწვავედ დადგა სამართლიანობის მოთხოვნა. როდესაც საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის მთავარ პროკურორს , თუ საზოგადოება მისი გარკვეული ნაწილი, ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას, სამართლის დაცვის ნდობის საკითხში, მე რა თქმა უნდა არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას აყენებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქარძის განცხადებით, პროფესიონალიზმიდან, გამოცდილებიდან და აპოლიტიკურობიდან გამომდინარე, შავგულიძე საუკეთესო კანდიდატია, ვინც შეიძლება პროკურატურას მოცემულ რთულ ეტაპზე უხელმძღვანელოს.
ბაქრაძის თქმით, შალვა შავგულიძე ყოველთვის ღირსეული ოპონენტი იყო, ვერავინ შეიტანდა ეჭვს მის პატიონსებაში, კომპეტენტურობასა და ბრძოლისუნარიაობაში.

