ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა [ვიდეო]

რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაახლოებით ნახევარსაათიანი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წვიმამ იაღლუჯის მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც სანიაღვრე არხები მოჭარბებულ წყალს ვეღარ ატარებს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობაც შეფერხებულია და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

ქალაქში ამჟამადაც წვიმს.

 

იტვირთბა....