aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები

aviabiletebi
ავიაბილეთები

yველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა  ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მზად ვარ ვიყო, ამ კამპანიის ერთი რიგითი მონაწილე და მივმართო ძალისხმევა მყავდეს ბევრი თანამონაწილე ამ პროცესში, რადგან ეს ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველას, ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად,  – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან აქტუალური და კამპანიაში, რომლის განხორციელებასაც გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს, ჩართული უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი თანამონაწილე, რათა  დიალოგის ფორმა საზოგადოებასთან იყოს მუდმივი და შევთანხმდეთ იმ აუცილებელ პრინციპებზე, რომელმაც მინიმუმადე უნდა დაიყვანოს და საბოლოოდ აღმოფხვრას ბავშვთა მიმართ ძალადობა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაერო-ს, გაერო-ს ბავშვთა ფონდს, ყველა პარტნიორ და საერთაშორისო მხარდამჭერ ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

„სკოლამდელი დაწესებულებების უდიდესი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წელს დავამტკიცეთ, ითვალისწინებს სკოლამდელი დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, გაერო-ს კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვას ყველა სფეროში, ესენია: უსაფრთხო გარემო, განათლების ერთიანი სტანდარტი, ჯანდაცვა, ჰიგიენა, კვება და სხვა. აბსოლუტურად ყველა პარამეტრის დაცვით, ბავშვის უკეთესი ინტერესების მიზნით, გადადგმულ ძალიან თამამ ნაბიჯებს სჭირდება, ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ, საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს ფორმატში, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოს პარლამენტმა განიხილა, სკოლის გარეთ და სკოლის შიგნით უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.

იტვირთბა....