სოციალურ ქსელში დაიგეგმა ახალი აქცია ლოზუნგით – “სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე”.
აქციის ორგანიზატორი “მეტრონომთან საუბრისას ღნიშნავს, რომ ისინი ზაზა სარალძის გვერით დგანა.
“არავითარ შემთხვევაში ეს აქცია არაა კონტრაქცია. ეს არის სოლიდარობის გამოხატვა იმ ხალხის მხრიდან, რომელბიც ვერ მივდივართ რუსთაველზე იმ მიზეზის გამო, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ამჟამად გვერდში უდგას ზაზა სრალიძეს, ისინი ხოცავდნენ ჩვენს დებს და ძმებს, ჩვენს მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ მორალური უფლება არ გავქვს მათთან ერთად დავდგეთ აქციაზე და გავაპროტესტოთ. სამართლიანობის მოთხოვნაზე ლაპარაკი იმ ადამიანებთან ერთად, ჩვენი მხრიდან უბრალოდ სასაცილოა.
მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, ვუცხადებთ სოლიდარობას ზაზა სარალიძეს და ჩვენი მიზანია ოჯახს გავაგებინოთ, რომ მათ გვერდით ვართ პოლიტიკის გარეშე.”- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
ხვალ 2 ივნისს მოქალაქეები მრგვალ ბაღში იკრიბებიან.
“ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ მრგვალ ბაღში,რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს
ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება” – ნათქვამია განცხადებაში.


