ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“გვსურს საზგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შსს ამჟამად ახორციელებს ხორავას ქუჩაზე მომხად დანაშაულთან დაკავშირებით.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომელბიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. გამოძიების მიზანია დაადგინოს ის შესაძლო პირები რომლებიც მუდმივად ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი ცდილობდნენ გამოძების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისათვის პასუხისმგებლობის არიდებას.
გუშინ უკვე გამოკითხა რამოდენიმე პირი,გამოკითხები და სხვა საგამოძებო მოქმედებები გრძელდება. მკვლელობის საქმეზე პირელი ინსტანციის სასამართლომ გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელიც როგორც ცნობილია პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტაციაში.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ შსს მკვლეობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულის ჩადენილი დანაშაული დაფარეს. ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც შსს დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშულის სასამართლო შედეგებზე პირდაპირ თუ ირიბად მოახდინეს ზეგავლენა”- ნათვამია განცხადებაში.