ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დაასრულა. პრეზიდენტის თქმით,  პირველ რიგში მთავარი სათქმელი იმ ტკივილის გაზიარება იყო, რომლითაც ამ კაცის გული სავსეა. მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ასევე ის არის, რომ  ზაზა სარალიძესთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აუცილებლად უნდა იყოს და ამ მოტივიაციით ხელისუფლებასთანაც მუდმივი კონტაქტი ექნება. მისი განცხადებით, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც სამართლიანობაც უნდა ვიპოვოთ და  სიმშვიდეც ვუზრუნველყოთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....