საზოგადოება

კვირიკაშვილი: “გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული”

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....