ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კახა პაპავა: “ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, ხორავას საქმეზე მიწოდებული მასალა დაზიანებული”

“მეტრონომი” სასამართლოდან

“ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ის მასალა, რომელიც მათ ექსპერტიზისთვის მიეწოდა, უკვე საკმაოდ დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, ახალი ვერაფერი გამოიკვეთება”,- ამის შესახებ კახა პაპავამ, ხორავას ქუჩაზე მოზარშების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დამნაშავეც ხნობილი ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

გ.ჯ-ს ადვოკატის განცხადებით, გუშინ გამოძიება დაუკავშირდა მათ ექსპერტს და მოითხოვა ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა. ამის შესახებ სასამართლოდან “მეტრონომის” კორესპოდენტი ნინო ცხადაია იტყობინება.

“საქართველოს პროკურატურას სურს, საქმეში ჩართოს კვალიფიციური პროკურორები აშშ-დან, აგრეთვე სურთ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალა გადაეგზავნოს შვეიცარიაში სპეციალური კვლევ ისთვის.ანუ იკვეთება გარემოება, რომ ინსტიტუციები, რომლებიც მოწოდებულია, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს და გამოკვეთონ ყველა გამოძიებაში სიმართლე, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართვა”,-განაცხადა კახა პაპავამ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დამნაშავეც ცნობილი მოზარდებისთვის სასჯელის განსაზღვრის პროცედურა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....