ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც გორიდან “მეტრონომის” ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე იტყობინებს მათ ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით დაკავებულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები 33 წლის ლევან აბალაკი, 34 წლის გიორგი სარიბეკოვი და 26 წლის გოჩა საათაშვილია. ე.წ. უშიშროების კომიტეტში ასევე ამბობენ, რომ დაკავებულიდან ორი უკვე გათავისუფლებულია. პატიმრობაში მხოლოდ გოჩა საათაშვილი რჩება. მის საქმეს ცხინვალის ე.წ. სასამართლო განიხილავს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტში ასევე ამბობენ, რომ დაკავებულიდან ორი უკვე გათავისუფლებულია. პატიმრობაში მხოლოდ გოჩა საათაშვილი რჩება. მის საქმეს ცხინვალის ე.წ. სასამართლო განიხილავს

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....