რამდენიმე ადამიანთან ერთად მე გადაწყვეტილი მქონდა სუს–ში თავის აფეთქება, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მააჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ყველა, ვინც არიან დღეს ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ და დაისაჯონ. ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა. სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერის, მე ამას ყოველთვის ვიძახდი და ეხლაც ვიტყვი. მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი. მაგრამ მე დღეს ვხედავ, ეს მე არ დამჭირდება თქვენი ადამიანობით და თქვენი კაცობით. ”