ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოდით” – ასე სკანდირებს პარლამენტის წინ მისული ათიათასობით ადამიანი

“გამოდით” – ასე სკანდირებს პარლამენტის წინ მისული ათიათასობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომის” ჟურნალისტები საპროტესტო აქციიდან გვაწვდიან.

საპროტესტო ტალღა პროკურატურის შენობიდან წამოვიდა და ამ წუთებში, ათიათასობით ადამიანი პარლამენტის შენობასთან აგრძელებს პროტესტს.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

დღეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. პროტესტის მონაწილეები მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

იტვირთბა....