“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაუარა.
შესაძლოა, ბავშვების მკვლელობამ მოსამართლეზე იმოქმედა და ის სისტემის წინააღმდეგ წავიდა. ვნახოთ, სააპელაციო სასამართლო და მომდევნო ინსტანციები პროკურატურის ვერსიას გაიზიარებენ თუ ამ ვერსიას არასწორს ჩათვლიან, ამის მიხედვით გამოჩნდება პროკურატურის ხელმძღვანელობა ჩადიოდა თუ არა შეგნებულ დანაშაულს.
ამ შემთხვევაში მათზე საქმე უნდა აღიძრას. შესაძლოა, შოთაძე ივანიშვილმა გაიყენა. ეგ კიარა ღარიბაშვილს უთხრა, წადი დაისვენე, შენო. ვფიქრობ, ივანიშვილის გარეშე ბოლო ოცი დღის განმავლობაში არ მიმდინარეობდა. ივანიშვილის მმართველობის სტილი წინამორბედებისგან არ განსხვავდება. უბრალოდ, შევარდნაძე მოქნილი იყო 11 წელი გაძლო, სააკაშვილმა 9 და ივანიშვილი ნაკლებს გაძლებს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ კი შოთაძე გადადგა.