ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ხდება მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მთავრი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რა ხდება მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ვადაზე ადრე ჩერდება?

უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

ამასთან, “პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად. კონსულტაციები მიმდინარეობს 1 თვის განმავლობაში, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი შეარჩევს არანაკლებ 3 კანდიდატს და მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. ამასთან, კანდიდატების ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატებს, თითოეულს ცალ-ცალკე უყრის პროკურორთა საბჭო კენჭს. დამკტიცებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც საბოლოოდ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

ამის შემდეგ, პროკუროროთა საბჭოს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. მთავრობა, ორი კვირის ვადაში, ან თანხმობას აცხადებს მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე ან უარს ამბობს.

თუ მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარს დაუჭერს, მაშინ ის დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი კი წარდგენილ კანდიდატურას, ფარული კენჭისყრით უყრის კენჭს  და სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს, რომელიც ირაკლი შოთაძის პირველი მოადგილეა.

საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობიდან დღეს გადადგა.

იტვირთბა....