ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზურაბიშვილი: “დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა “ინსტიტუციური კრახი”

სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია! მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა.

დღევანდელ სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა ეს “ინსტიტუციური კრახი”.
ამას რომ იყენებს ოპოზიცია რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს ბუნებრივია. 

ნათელია რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის. მის მიერ ჩატოვებული პროკურატურაში და სასამართლოში წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.

ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის წრმოებეი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.
მთავარი დღეს არის ერთი : ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!
დროა გაიწმინდოს პროკურატურა ! ეს დრო დიდი ხანია დადგა!” – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....