ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “შოთაძე სისტემის მძევალია”

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს თუ რატომ ჩავარდა ირაკლი შოთაძე ამ მდგომარეობაში.

“კითხვა – რატომ ჩაიგდო შოთაძემ თავი ასეთ დღეში? პასუხი – ისიც სისტემის მძევალია, რომელიც საერთო, კოლექტიურ დანაშაულზე აშენდა თავის დროზე. ამიტომ, მისი ტრანსფორმაცია-გაკეთილშობილება ილუზიაა. ის უნდა დაინგრეს და ახალი დაიბადოს. ამის გაკეთების შანსი ჯერ კიდევ აქვს ხელისუფალს, თუ სწრაფად იმოქმედებს. წამმზომი ჩართულია”- ნათქვამია გია ხუხაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....