ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წულუკიანი: “გამოძიებას ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ჩვენ ყველამ სასამართლოს უნდა გამოვუცხადოთ ნდობა. იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაზარალებულ ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ჩვენ, დღეს მოვისმინეთ სარეზოლუციო ნაწილი გადაწყვეტილების, პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, თუმცა მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებების დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან, როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ რაც შეეხება მომავალს, ეს არის ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი.

მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა მინდა რამდენიმე რამ ვთქვა ზოგი დაზარალებულების გასაგონად, დანარჩენი საზოგადოებისთვის, პროკურატურისთვის, როდესაც ჩვენ ვამბობთ ყველანი ერთად, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დამნაშავეს უნდა ჰყავდეს მოკავშირე და ყველამ არამხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგეთ ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო. მინდა მას პირველად ვუპასუხო, ბატონო ზაზა მეც, შოთაძეც და ყველა ვდგავართ თქვენს გვერდით, სხვაგავარად ეს ვერ იქნება!“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....