aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია: “ვუცხადებ სრულ უნდობლობას პარლამენტის სრულ შემადგენლობას!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პარლამენტში ხორავას საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე არსებულ მსჯელობას ეხმაურება.

“ამ წუთებში, პარლამენტში გამოდის საკითხი სარალიძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საკითხი გამოაქვს და მორალს გვიკითხავს ეკა ბესელია.

ამ დროს, ქუჩაში, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საპროტესტოდ უკვე 17 წლის სკოლის მოსწავლეები დგანან და ითხოვენ სამართლის მყისიერად აღსრულებას!

ვინც ასე დაგვცინეთ და ამ ცინიზმის ფრქვევის შესაძლებლობა მიეცით ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, ვინც სკოლის მოსწავლეებზე ნაკლებად ადეკვატურები ხართ და ვერ გრძნობთ ხალხის მაჯისცემას – წადით სახლში!
საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობით, აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! უკან მიმაქვს ჩემი მიცემული ხმა და ვუცხადებ სრულ უნდობლობას პარლამენტის სრულ შემადგენლობას!”, – წერს გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....