ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურის წინ ხალხის რაოდენობა მატულობს

დაანონსებული აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები პროკურატურის წინ უკვე იკრიბებიან. ვინაიდან დაანონსებული აქციით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, ორაგნიზატორები ვერ ახერხებენ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, ამიტომ მათ შექმენს ცხელი ხაზი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს აქციის დეტალებთან დაკავშირებით.

როგორც “მეტრონომს” აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსვლელობა ნახავარ საათში დაიწყება მთავრ პროკურატურასთან.

“მეგობრებო გვერდზე შემოდის უამრავი შეკითხვა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ ვასწრებთ.

პასუხის გაცემა კითხვებზე უფრო გაგვირთულდება შესაბამისად ავამოქმედეთ ცხელი ხაზი სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ამომწურავ პასუხს გაგცემენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცხელი ხაზი მოსახლეობისთვის – 599 72 47 74

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....