aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “ესეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე უსამართლობის განცდას ხელისუფლების წალეკვა შეუძლია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმისა და სანდრო გირგვლიანის თემის გაიგივება არაკორექტულია.

“სარალიძის საქმე გირგვლიანის ეპიზოდისგან განსხვავდება. იქ იყო ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე შემდგომი რეაგირება. რაღაცით შეიძლება, ეს ორი საქმე ერთმანეთს წააგავს, მაგრამ პირდაპირი ანალოგი კორექტულად არ მიმაჩნია.

თუ ესეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე საზოგადოებაში უსამართლობის განცდა ჩამოყალიბდა, შეიძლება წარმოიქმნას უარყოფითი ენერგია, რომელსაც ხელისუფლების წალეკვა შეუძლია. მით უმეტეს, ინსტიტუტებისადმი ნდობა ისედაც დაბალია. იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....