ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სადგურის მოედნიდან პროკურატურამდე: “ნუ მომკლავ” აქცია დაანონსდა

მოძრაობა “ნუ მომკლავ” სოციალურ ქსელში საქართველოს მთავარ პროკურატურამდე მსვლელობასა და აქციას აანონსებს.

გთავაზობთ “მოძრაობის #ნუმონკლავ განცხადებას!

“მეგობრებო, საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების გამო, დღეს 15:00საათზე ორთაჭალაში, სადგურის მოედანზე მოგიწოდებთ მობრძანდეთ და მსვლელობით მივიდეთ მთავარ პროკურატურასთან!
გვერდით დავუდგეთ შვილ მოკლულ მამას, რომელმაც ვერ ნახა სამართალი ამ ქვეყანაში!
ასევე, ორგანიზაციები რომელიც გვიერთდება, გთხოვთ ადგილზე გაგვეცნოთ, ასევე მოუწოდეთ თქვენს მხარდაჭერებს დაგვეხმარონ უსამართლობასთან ბრძოლაში! ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ!
შემდეგი შეიძლება მე ვიყო, მოდი ორთაჭალაში 15:00ზე სადგურის მოედნის მიმდინარე ტერიტორიაზე!!!”- ნათვქამია განცხადებაში”.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....