aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სუბარო, მოგიბრუნდა უკან, რასაც მეძახდი წლების წინ? მკვლელი არ აღმოვჩნდი, შენ ხარ მკვლელი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურამ დონაძე სოზარ სუბარს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში, დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დონაზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“სოზარ სუბარო, მოგიბრუნდა უკან, რასაც მე მეძახდი წლების წინ…. თუმცა მე მკვლელი არ აღმოვჩნდი, მაგრამ შენ ნამდვილად ხარ მკვლელი.

თუ არ ხარ მაშინ გაასაჯაროვე შენი და შენი ბიძის სატელეფონო დეტალურები იმ დღის, როცა შენი ალალი ბიძის შვილის ბრძანებით დათუნა და ლევანი ხორავას ქუჩის ფარდულში ღორებივით დაკლეს და ვნახავთ გირეკავდა თუ არა პირად ტელეფონზე ყოველ წუთას იმ დღეს პროკურორი მირზა სუბელიანი და გითანხმებდა თუ არა თუ როგორ მალავდა დანაშაულის შესახებ მთავარ დეტალებს და რომ მომხდარი დანაშაულს კვალს ისე აურევდა, რომ მკვლელობის დაკვეთს მის შვილს სუფთას დატოვებდა…. დიახ, სწორედ შენგან იღებდა პროკურორი სუბელიანი მის შვილზე სამთავრობო ხელშეუხებლობის გარანტიას და თან მუდმივად გახსენებდა… “სოზარ ხო იცი ბავშვს დამიჭერთ, ვანოს კადრები მაქვს”… (ზ. კუპრავას ინფორმაციით)

სუბარო სანამ ოპოზიციაში ეგდე გაიხსენე როგორ იხევდი ტანზე შემთხვევით თუ სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილთა სულებს და იყენებდი მათ ოჯახებს მხოლოდდამხოლოდ შენი ბინძური და დაუბანელი უკანალის დასადებად სამთავრობო სკამისთვის. ამიტომ ხარ უდიდესი ნაძირალა და არაკაცი !!!” – წერს გურამ დონაძე სოციალურ ქსელში”. – წერს დონაძე

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

 

იტვირთბა....