ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ისე იქცევიან, თითქოს ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი…”

“ხორავას ქუჩის საქმეზე” სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება:

“ასეთი გამოტვინება პროკურატურის, სასამართლოსი და ზოგადად ხელისუფლების, რაც სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზეა, არც ვიცი რას მივაწერო. ისე იქცევიან, თითქოს პირადად ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი, მის გამოძვრენაზე ჩალიჩობდნენ და ამით უნებურად უთხრიდნენ ძირს.

თვითონ ის კი, რომელიც უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაატარებს ხეებს აქეთ-იქით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მთელი ეს უბედურება საბოლოო ჯამში სწორედ მას ბრალდება და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოც მისია პირადად, პროკურატურაც, სუსიც, მუსიც და საერთოდ ეს სახელმწიფო კი არაა, “შარაშკინა კანტორა”-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს”. – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....