ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: “გარდაცვლილი გვყავს, მკვლელი არა”

ხორავას ქუჩის სამქეზე გამართულ სასამართლო პროცესს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესაა ქართული მართლმსაჯულების კატასტროფა.

“ფაქტი არის ის რასაც ყველა ველოდით- ეს არის ბოლო წევეთი  ესაა მართლმსაჯულების კატასტროფა რაც მოხდა დღეს. ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ 6 თვიანი ცინიკური გამოძების თვზე რომ გვყავს გარდაცვლილი მაგრამ არ გვყავს მკვლელი. ასეთ ვითარებაში მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს ან ეს უნდა ქნას თვითონ ან ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა.

ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რდგან ფაქტია რომ პროკურატურა აწი ვერაფერს ვერ გამოიძიებს, პროკურატურის ნდობა ამ საქმეში არის ნულის ტოლი.  არსებობს საკმაოდ მყარი საფუძველი იმისა, რომ გვქონდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება ხელს აფარეს დამნაშავეებს.  ფაქტი ერთია, რომ გვყავს გარდაცვლილი, გვყავს ოჯახი რომელიც ითხოვს სამართალს  და გვაქვს დახურული კარები პროკურატურისგან.

თუ არ გადადგება შოთაძე ან არ გადააყენებენ, ივანიშვილი მიიღებს ქუჩას. არჩევანი არის მარტივი: ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია ან მიიღებენ მწვავე პროტესტს. ესაა ბოლო წითელი ხაზი რაც ქართულმა მართლმსაჯულებამ გადაკვეთა” – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....