ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, განაჩენი გამოცხადდა რამდენიმე პირი დააკავეს.
ზაზა სარალიძე და მოძრაობის” ნუ მომკლავ” წევრები სასმართლოს განაჩენის შემდეგ პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ. დაკავება აღმაშენებლის ხეივანზე იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი პროკურატურისკენ მიემართებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....