ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული მოსამართლემ მისი შვილის მკვლელობის ნაწილში გაამართლა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავით სარალიძე არ მოუკლავს.
“ჩემთვის ეს განაჩენი მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლას დავით სარალიძე. ფაქტობრივად დღევანდელი განაჩენით სასამართლომ დაადასტურა ჩევნი ვერსია და პოზოცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს სარალიძე. პირველივე დღიდანვე ხმამაღლა ვაცხადებდით იმას რომ დანაშაულის ჩამდენი რეალური პირები ვინც განახორციელა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას არ არიან პასუხისგებაში მიცემულები.
ბრალდების დაცვის მხარე აპელირებდა, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და არა სხვა პირებმა. ცალსახად დასტურდება რომ სხვადასხვა პირები, რომლებმაც მოკლეს დავით სარალიძე არ არიან პასუხსიგებაში მიცემული. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს მოტივაცია და ვალდებულება იმისა, რომ რეალური დამნაშავეები დაიჭირონ. ბრალდების მხარე კი არ უნდა შეეცადოს იმას, რომ დანაშაული დააბრალოს მას ვისაც არ ჩუდენია. სასამართლომ ვერ გაბედა უფრო მეტად ბრალდებულის სასარგებლო განაჩენი გამოიტანოს, ამიტომ სასამართლო შეეცადა გარკვეულწილად შუალედური განაჩენი გამოეტანა”- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.