ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდებულები გაამართლეს: დავით სარალიძის მამა სასამართლოში შეუძლოდ გახდა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაძაბულობაა. მოსამართლემ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ორივე ბრალდებული გაამართლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა სასამართლოს შენობაში შეუძლოდ გახდა. მისი განცხადებით, მოსამართლემ მისი შვილი კიდევ ერთხელ მოკლა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.  ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....