aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციის დღე: შსს 100 წლისაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. უწყების ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს. ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

იტვირთბა....