ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძემ მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.

„მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას.  რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირებულიყო.

იტვირთბა....